ბახრომ აშრაფხანოვი: ბაქო-თბილისი-ყარსი კონტეინერების სხვადასხვა ბაზრებზე გვიხსნის გზას

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სხვადასხვა კონტინენტების ბაზრებზე გვიხსნის გზას. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს“ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩმა ბახრომ აშრაფხანოვმა განუცხადა.

უზბეკი  დიპლომატის შეფასებით, კასპიის ზღვისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიის ტვირთების ტრანსპორტირება სულ უფრო რეალურ კონტურებს იძენს.
როგორც აშრაფხანოვი აცხადებს, უზბეკეთის ინტერესი ამ მიმართულების ათვისებაზე გაზრდილია და უკვე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
„ჩვენ ვფიქრობთ,რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი კონტეინერების სხვადასხვა ბაზრებისკენ გვიხსნის გზას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგეგმება ბაქოს პორტის რეკონსტრუქციაც. მისასალმებელია,რომ აზერბაიჯანული მხარე ყველაფერს აკეთებს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად“ -განაცხადა აშრაფხანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები