ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის სოფლებში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ქადაგიშვილი პანკისის ხეობის სოფლებში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პანკისის ხეობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ხორციელდება. მთლიანად ხეობის სოფლებს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით სარგებლობს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს პანკისის ხეობის განვითარებას. განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი – მოწესრიგდა გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა – საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებს, განხორციელდა გაზიფიცირების პროექტი, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აისახება პანკისის ხეობის მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ყოველთვის დიდი ინტერესი აქვთ პანკისის მცხოვრებლებს. დღესაც ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. გამოთქვეს ყველა ის საკითხი, რომელზეც მომავალი წლების განმავლობაში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები