საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1510 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამჟამად 1243-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები