„ეს არის რუსული პოლიტიკის პროვოკაცია“ – ირინე გოჩაშვილი

„ცხინვალი -1920″ – ძალიან კარგი, რომ აღნიშნული ფილმის გადაღებამდე, საზოგადოება ინფორმირებულია ამის შესახებ, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა მოსაზრებების გათვალისწინება, რომლებიც უშუალო მოწმენი არიან იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ე.წ.ქართულ-ოსურ-აფხაზურ კონფლიქტებად მონათლული მოვლენები“, – აცხადებს წარმოშობით ცხინვალელი პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი – ირინე გოჩაშვილი.

“რაც უფრო მეტად იქნება გამოხმაურება ამ მნიშვნელოვან საკითხზე საქმეში ჩახედული ადამიანების მხრიდან (პოლიტოლოგები, კონფლიქტოლიგები, სამხედრო ექსპერტები, ისტორიკოსები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა), მით უფრო დამაჯერებელი იქნება ფილმიც, რადგან იგი გზამკვლევივით არის ისტორიის ლაბირინთებში, ხოლო, ისტორიის დამახინჯებას კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დაუსრულებელი სახე ექნება”, – ამბობს ირინე გოჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები