ხობში ბიის საჯარო სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ვარაზ გაბედავა და საკრებულოს წევრი – ფრიდონ შონია გაეცნენ.
ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.
პროექტის ღირებულება 46 389 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯორჯიან კონსტრაქშენ კომპანი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები