ირაკლი კობახიძე: შევზღუდეთ თანამშრომელთა მოსვლა, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში

“დროებით შევზღუდეთ შტაბის წევრთა, თანამშრომელთა მოსვლა პარტიის ოფისში”  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პარტიის ერთერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს, უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, მათ შორის, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზეა შტაბის მუშაობა გადასული. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ეს არ შეაფერხებს, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია გაგრძელდება აქტიურ რეჟიმში. დროებით შევზღუდეთ შტაბის წევრთა, თანამშრომელთა მოსვლა პარტიის ოფისში, ეს არის განსაკუთრებული რეჟიმის არსი და სპეციალური ზომებია მიღებული, მათ შორის, პირბადე, თერმოსკრინინგი, რაც ისედაც იყო დადგენილი. ყველა ზომა არის მიღებული მაქსიმალურად, რომ დავიცვათ როგორც პარტიის თანამშრომლების, ასევე – ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება. ტესტირება გავიარეთ, მეც გავიარე ისე, როგორც შტაბის სხვა წარმომადგენლებმა, ზოგადად, ოფისში ყველამ ჩაიტარა ტესტირება, გუშინწინ ჩატარდა ჩვენ შემთხვევაში ტესტირება და გუშინ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი. ვგეგმავთ, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები