ბექა ლილუაშვილი: ფონდმა “ქართუმ” ნახევარი მილიონი ადამიანისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფისთვის მილიონობით ლარი დახარჯა

“დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 5 წლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია”.

როგორც მან აღნიშნა, პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო შესაბამისი დაფინანსება, დაახლოებით, 40 მლნ აშშ დოლარი.

„ეს პროექტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვისა და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე”, – განმარტა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, “ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს” როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები