სოფელ შავღელეს მოსახლეობა ,,მთავარ არხს” სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს მოსახლეობა “მთავარ არხს” სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება გუშინ, 30 აგვისტოს ტელეკომპანიის ეთერში გასულ მასალას, სადაც საუბარია, რომ სოფელში წყალი არ აქვთ და თითქოსდა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.
,,სოფელში წყლის სისტემის მილების მონტაჟი მოხდა 2011 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ მეორადი მილები ჩაყარა, რაც პრობლემებს დღემდე გვიქმნის და გვიხდება მათი უხარისხოდ შესრულებული საქმის გამოსწორება. წყლის პრობლემა მაგისტრალზე არსებულმა სამუშაოებმა შექმნა და პრობლება მართლაც იყო სოფელში, თუმცა მოვაგვარეთ, შეკეთდა და პრობლემა 1 თვეზე მეტია, მოგვარებულია. რაში სჭირდებათ ტყუილის ტირაჟირება, უცნობია, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ ხალხი ხედავს”, – აცხადებს სოფლის რწმუნებული, ხათუნა მანველიძე.
ადგილობრივი მოსახლეობა ,,მთავარი არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ წყლის პრობლემა, რომელიც რამდენიმე დღით ერთ უბანზე არსებობდა, აღმოფხვრილია, მათივე განმარტებით სოფელში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:
“თვალი არ უნდა ჰქონდეს იმას, ვინც ამ სოფელში გაკეთებულ საქმეს ვერ ხედავს. აქ არასდროს გვქონია კეთილმოწყობილი გზა, აქ მოსვლა იყო ტანჯვა, ამჟამად ახალი 7 კილომეტრიანი გზა გვაქვს და ადამიანურად გადავაადგილდებით, სოფელში არ იყო საბავშვო ბაღი, ეს პრობლემაც მოგვარდა და ახალი საბავშვო ბაღი აგვიშენეს, სოფელს არ ქონდა ამბულატორია და ეს პრობლემაც მოგვარებულია – ახალი ამბულატორია გვაქვს. წყლის პრობლემა ერთ უბანში ერთი კვირაც არ ყოფილა, მოგვარდა, მანამდე მოხდა მოსახლეობის წყლის უზრუნველყოფა ცისტერნებით, ასე რომ ტყუილის თქმას ჯობს, აქ მოვიდნენ და რეალობა გადაიღონ”, – აცხადებს შავღელეს მკვიდრი, ნარგიზ კაკიძე.
სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია წელს განხორციელდება. რაზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 369 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები