“მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება”- ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს , მენეჯერებს, აღმზრდელებს და ტექნიკური პერსონალს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს. ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ხელფასის ზრდაზე და ცვლილება დადებითად შეაფასეს.

მათი თქმით, მოქმედი მთავრობა აქტიურად ზრუნავს იმისათვის, რომ ბაგა-ბაღებში განსაკუთრებული კომფორტი შექმნას.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, აღნიშნული მიმართულებით, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება. მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტში  თანამედროვე სტანდარტის ორი საბავშვო ბაღი აშენდება.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს, სამჯერად კვებასთან ერთად, უსაფრთხო გარემო აქვთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა ნორმალურ პირობებში იყვნენ აღსაზრდელები. ძალიან მნიშვნელოვნია ისიც, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ კარგი პირობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ის პროექტია, რომელიც, ეტაპობრივად, სულ განვითარების გზაზე იქნება. აღვნიშნავ ორ მომენტს – კონკრეტულად თელავის მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელში – კურდღელაურში და ვარდისუბანში აბსოლუტურად ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაიწყება”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მთავრობა, ახალი სასწავლო წლიდან, პედაგოგებს, მენეჯერებს, აღმზრდელებს ასლარიან სახელფასო მატებას ჰპირდება. მათივე ინფორმაციით,  20%იანი დანამატი შეეხება ასევე ტექნიკურ პერსონალს, რომელიც საბავშვო ბაღებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები