ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის და წინანდლის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის და წინანდლის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

მოქმედი მთავრობის წარდგენილმა კანდიდატმა მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილი განცხადებით, მისი გამარჯვების შემდგომ პერიოდში, ეტაპობრივად დაიწყება ყველა იმ საკითხის მოგვარება , რომელიც ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

,,საინტერესო შეხვედრა შედგა მოსახლეობასთან. ჩვენი რეგიონის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან იმ პროგრამებით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებისათვის. ბევრი აქაური მოსახლე სწორედ ამ პროგრამებით ინტენსიურად სარგებლობს. ეს მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც სოფლისთვის მნიშვნელოვანია. თითქმის ყოველ წელს ინტენსიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ამბულატორიების , ბაღების, სკოლების მიმართულებით. წყალი, როგორც მოგეხსენებათ ერთერთი ყველაზე მთავარი საზრუნავია და აღნიშნული საკითხის მოგვარება ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოსახლეობას გააჩნია საფუძვლიანი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზეც მოვიდეს და მხარი დაუჭიროს ,,ქართულ ოცნებას” და ქვეყნის შემდგომ განვითარებას”, -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ის ინტენსიურ რეჟიმში შეხვდება თავის საარჩევნო ოლქში შემავალი თითოეული სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებელს, მოისმენს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და მოსახლეობას თავის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები