გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგებში 35 წლამდე მამაკაცი თევზაობის დროს სარწყავ არხში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,პოლიცია და  სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი შვილთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველთა ორი ჯგუფი და მყვინთავები იმყოფებიან და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები