ქობულეთში, სოფელ თიკერის დამშრობი სისტემა გაიწმინდა
ქობულეთში, სოფელ თიკერის დამშრობი სისტემა გაიწმინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურუ ლპროექტებს აქტიურად ახორციელებს.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
სოფელ თიკერში ხე-მცხენარეებისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 1,5 კმ კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა, მოეწყო კვალთაშორისი ორნატები 5 000 გრძივი მეტრი.
სამელიორაციო ღონისძიებები 15 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება,”- ნათქვამია ,,საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციაში.