“ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური შემწეობების დაბრუნების ვალდებულებისგან გათავისუფლება, 3 500-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს და 1 500-მდე პენსიონერს შეეხება”

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური შემწეობების დაბრუნების ვალდებულებისგან ბენეფიციართა გათავისუფლებას გულისხმობს, დაახლოებით 3 500-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1 500-მდე პენსიონერს შეეხება.

„ეს შეეხება დაახლოებით 3 500-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს და 1 500-მდე პენსიონერს. არის შემთხვევები, როდესაც სოციალურ დაუცველი იცვლის საცხოვრებელ მისამართს, არ იცვლება მისი დემოგრაფიული მდგომარეობა ან პენსიონერს უწყდება პენსიის მიღების ვალდებულება და შესაბამისად ამაზე ის განაცხადს არ აკეთებს. პრაქტიკულად მასზე ირიცხება ეს უკანონო თანხები გამომდინარე.
მიზნობრივი ჯგუფები, რომელზეც მე ვსაუბრობ, მაინც სოციალურად შეჭირვებულები არიან და მით უმეტეს „კოვიდ-19“ ფონზე ეს გაჭირვება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავათავისუფლოთ ისინი ზედმეტად მიღებული თანხების დაბრუნების ვალდებულებისგან, ასევე – შეწყდეს სასამართლო და აღსრულების წარმოებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები