კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილ, მეოთხე პაციენტი კი რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.
ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობას 27 პაციენტი აგრძელებს, მათ შორის ათს პნევმონია აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები