დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის “გაბედულ” ნაბიჯს საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ, ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და ნათელ “კაბინეტს” დაახვედრებს ციხეში

ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება ნათელ “კაბინეტს” დაახვედრებს ციხეში.

“მიხეილ სააკაშვილის “გაბედულ” ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ, ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ “კაბინეტს” დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან. ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგიკომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული – მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში,”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები