თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის დედა საქართველოში ხვალ ჩამოვა

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში ხვალ ჩამოვა. ამის შესახებ, ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

” როგორც მითხრეს,ჩემი შვილი ხვალ ჩამოვა.მის შვილს გამოემშვიდობება და ბავშვს სამშაბათს დავკრძალავთ”,- განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

ბებიას არ სჯერა, რომ მისმა შვილიშვილმა თავი მოიკლა. მისი განცხადებით, მომხდარში საეჭვო გარემოებებია.

“თვითმკვლელობის არ მჯერა, არანაირად. მას თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა. ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავის სთხოვა?”,- ამბობს ბოგვერაძე.

ბებია პოლიციამ სამჯერ დაკითხა.ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ცნობისთვის, თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას 2-დან 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები