საქსტატი: 2019 წელს საქართველოში 1 682 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს სასტუმროებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რაც 2018 წლის მონაცემზე 6.7 %-ით მეტია.

დასაქმებულთა უმეტეს ნაწილს – 57.3 %-ს ქალები წარმოადგენენ, მათი რაოდენობა 2018 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია (6.3 %-ით) და 11 790 -ს უტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები