გიორგი ხოჯევანიშვილი: მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და მათ ინტერესებზე იყოს მორგებული

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – შავშვებისა და წითელუბნის, ასევე, შავშვებისა და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

,,ვაგრძელებ შეხვედრებს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან. ამჯერად შავშვებში, წითელუბანში, შავშვებისა და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებებში ვიმყოფებოდი. ადგილობრივებს გავაცანი ჩემი ინიციატივები და ასევე, მათი საჭიროებების შესახებ მოვისმინე ინფორმაცია. დიდი ხანი არ არის, რაც დევნილთა ჩასახლებებში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული საკითხი დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ადგილობრივებს. ასევე, შავშვებში მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი რომელსაც განვახორციელებთ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და მათ ინტერესებზე იყოს მორგებული. საჭიროებების ადგილზე განცობა და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია კი ხელს უწყობს პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრას და დროულ რეაგირებას.“ – აღნიშნა შეხვედრისას გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები