ნათია თურნავა: ვფიქრობ, არასერიოზულია ეს ყველაფერი და მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელების დაღალა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ ამბავზე. ვფიქრობ, საკუთარი თანაგუნდელებიც უკვე დაღალა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს.

განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები