ზვიად შალამბერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: ლევან კიკნაველიძე და ბესიკ გოფოძე რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების გააქტიურების მიზნით შეხვდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა იმერეთში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და გაეცნო სტატისტიკას თუ რამდენად ასრულებენ საწარმოები, სასურსათო მაღაზიები, კვების ობიექტები, თუ სხვა ტიპის დაწესებულებები ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს.

„როგორც ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სწავლის დაწყების წინ, ასევე სასწავლო პროცესის დროსაც ყველა სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და დაცული. ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ რეგიონში გამკაცრდეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი რეგულაციების კონტროლი და მონიტორინგი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტად აქტიურ კომუნიკაციის რეჟიმში უნდა გადავიდნენ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები