საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ასევე იდენტიფიცირებულია გარდაცვლილი.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია, ასევე იდენტიფიცირებულია გარდაცვლილი. ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის შავშების მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს, გამოძიება, ავარია
შსს: ნიგოზასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი დადგენილია