დაბა სვანეთსა და ლენჯერში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 800-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

დაბა სვანეთსა და ლენჯერში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 800-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა.

გამოკვლეულებს შორის ვირუსის დამამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არცერთს აღენიშნებოდა. პასუხებს ველოდებით, რომელიც დღეს გახდება ცნობილი”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ჯამში, თერმოსკრინინგი 2500-მდე პირს ჩაუტარდა. ჩაკეტილი მესტია გაიხსნა, თუმცა ბლოკსაგუშაგოები ადგილზე რჩება.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები