წალენჯიხის სოფელ ეწერში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლა ექნება. სკოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახალაშენებული სკოლა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.

,,ახალი სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე. ადრე აქ ბავშვებს ამორტიზებულ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეს კი არსებული სკოლა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა ჩვენს რეგიონში 10 სკოლის მშენებლობას ვახდენთ, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ ყველა მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა განათლების მიღება თანამედროვე გარემოში შეძლონ”, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.

ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები