„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად”

​შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით”,-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები