გიორგი ცუცქირიძე: Unicef –ის კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ სტრატეგიაზეა აგებული

“Unicef –ის კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ და გამართლებულ სტრატეგიაზეა აგებული. კვლევით დადგინდა, რომ 18 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად”, – ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე Unicef –ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„ნებისმიერი ანტიკრიზისული გეგმა ფასდება ეკონომიკაზე მისი პოზიტიური ეფექტით, და პირველ რიგში ბიზნესის სტიმულირებასთან ერთად, თუ რამდენად თავსებადია ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის.
ამ თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef -ის) მიერ დღეს წარმოდგენილი კვლევა. ამ კვლევითაც დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ და გამართლებულ სტრატეგიაზე არის აგებული. Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 18 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის სახით შეთავაზებული თუნდაც 50 ლარიანი დახმარების გაცემა, იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარებაზე, რაც ოთხჯერ მეტია ერთიორად ზრდის ამ დახმარების ეფექტურობას.
ეს ფაქტორი მთლიანად აბათილებს ოპოზიციის მიერ, მუდმივ პედალირებას ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის მედიანული მაჩვენებლის გაუარესებაზე. ამასთან, აჩვენებს სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკისას წარმოდგენილი არტგუმენტების უსაფუძვლობას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული ყველა ოჯახისათვის ე.წ ერთჯერადი დახმარების პაკეტის, როგორც „სოციალურად სამართლიანი” გადაწყვეტილების სრულ აბსურდულობას და პოპულისტურ ხასიათს, თავად ამ პაკეტის ეკონომიკურ ასპექტებს თავი რომ დავანებოთ.
​მთავარი, რაც ასახულია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში არის კრიზისისას და პოსტკრიზისულ პერიოდში, შემცირებული შემოსავლების ფონზე, მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების სოციალური სინერგიის ეფექტი, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელების, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირების კუთხითაც, რაც ამ კვლევამაც ცხადი გახადა”, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები