ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს “კოვიდ19” დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ქობულეთში 60 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, პაციენტი ამ დროისთვის ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
,,ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 18 პირი კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო სამი თვითიზოლაციაში რჩება“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდცენტრში 26 ადამიანი მკურნალობს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები