ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის პროცესი მიმდინარეობს

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფორმაცია ,,რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

,, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით დაუდასტურეს “, – განაცხადეს სუს- ში.

ცნობისთვის , საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს , სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთას და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ,,წითელ წიგნში ” შეყვანილი იშვიათი სახეობის ფრინველების მოპოვების მცდელობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები