თერჯოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი ფეხბურთში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირის კახაბერ ბრეგვაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესთან, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ – დავით ისაკაძესთან, გმირის მამასთან – ავთანდილ ბრეგვაძესთან ერთად, კახაბერ ბრეგვაძის მემორიალზე გმირის ხსოვნას მიაგო პატივი, რის შემდეგაც ფეხბურთში ფინალურ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ისაკაძეებისა და რობაქიძეების უბნები დაუპირისპირდნენ, რობაქიძეების უბნის გამარჯვებით დასრულდა. ლაშა გოგიაშვილმა გმირის მამასთან ერთად გუნდებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადასცა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით , ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის – ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, ასევე, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები