კელი დეგნანმა მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა

“აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საელჩოში გუშინ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს უმასპინძლა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ.

“გუშინ ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოში ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა. მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთის ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები