თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ დააკნინონ ქალები, რათა საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინონ

“მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხდომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველამ იცოდეს, რომ არაუშვას, თუ თავს გესხმიან”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ გამოთქმას შეეხებოდა.

წულუკიანის თქმით, 31 ოქტომბერს “ქართული ოცნება” ხალხთან ერთად “რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას” დიდ გამარჯვებას აჩვენებს.

„მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხდომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, ვინაიდან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში, ყველამ იცოდეს, რომ არაუშვას, თუ თავს გესხმიან. მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას. ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც ვერ დავაბრალებთ, რომ „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერია, თავიანთი აზრი თქვეს და ეს ვფიქრობ არის კარგი. მანამდე, როცა „ქართული ოცნების“ ქალ პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ, იყო ხოლმე დუმილი. იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა, რომელიც კიევშია დაბუდებული, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დიდი გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრზე, თეა წულუკიანზე სოციალურ ქსელში დაწერა – “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები