ვარკეთილში, დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ხმაური იყო ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე – მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრის აღდგენას ელოდებიან და კუთვნილი ფართების ჩაბარებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებოდა სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე და ვარკეთილის ბაზრობის დირექტორი.

ცნობისთვის, 15 ივნისს გაჩენილი ხანძრის შედეგად ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორია დაიწვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები