თეა წულუკიანი: ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, სასაცილოა, რომ ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო

“რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

წულუკიანის თქმით, ბაქრაძე იყო სპიკერი და “გამპრავებელი“.

“რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არ მიხვდა ამას მაშინ, როდესაც მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და “გამპრავებელი“, ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, ადეიშვილის და მერაბიშვილის. ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში  განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები