„მაკდონალდსის” ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში”

„მაკდონალდსის” ახალ რესტორანში 72 ადამიანი დასაქმდება, რაც მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „მაკდონალდსის” ახალი რიგით მე-18-ე რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე.

ცნობისათვის, ახალი რესტორანი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა, სადაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო” 2020 წელს თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები