ნათია თურნავა: “ფიტჩის“ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს პოზიტიურ მოლოდინს, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები საქართველოში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ 

“სარეიტინგო სააგენტო “ფიტჩის“ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებში არსებული პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, აღდგენას ძალიან სწრაფად შეძლებს”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ეკონომიკური განვითარების ექვსი თვის სტატისტიკა როდესაც გამოქვეყნდა, მაშინაც ვამბობდი, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები უკვე არის. მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება. „ფიტჩის“ გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჩვენ უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც სწორედ ასე აფასებენ, მათ შორის უცხოელი ინვესტორები და ადგილობრივი ინვესტორები, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო, ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, ეს მოლოდინია ზუსტად. პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები