კელი დეგნანი: დაკვირვება მოხდება იმაზე, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე

“როგორც ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები? დაკვირვება მოხდება იმაზე, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმები მიღებულია და ახლა საჭიროა მათი განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა შეძლოს თავისი ხმის დაფიქსირება თავისუფლად და გულწრფელად. იმედი მაქვს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ეს არჩევნები გაუმჯობესბული იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები