“დავით ბაქრაძემ საკუთარი სახელწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი პირდაპირ ეთერში აღიარა”

“დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოს და ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
„ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები. როგორ შეიძლება, დაუშვა ტექსტში იმის ჩაწერა და დააბრალო საკუთარ სამშობლოს, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო. ამის შემდგომ ისინი ცდილობენ, რომ მოიშველიონ უსუსური საბაბი, თითქოს მათ უნდოდათ ტექსტში ჩაწერილიყო ოკუპაცია. მათი ლოგიკა პრიმიტიულია – ეს ადამიანები ერთის მხრივ საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ამასთანავე საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურდათ ტექსტში ჩაწერილიყო ოკუპაცია. ფაქტი და მარტივი მიზეზშედეგობრივი კავშირი არის ის, რომ საქართველო არის ოკუპირებული.
საქართველოს ოკუპაციის მიზეზად როდესაც ასახელებ საკუთარი ქვეყნის მიერ ომის დაწყებას, გამოდის რომ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ ოკუპაციაში. მეტი რუსული დღის წესრიგის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გამოტანა და დადასტურება არ არსებობს, ვინაიდან მარტივი ლოგიკაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიზეზად მათ დაასახელეს საქართველოს მიერ ომის დაწყება. ეს ადამიანები კიდევ ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თვითაქტუალიზაციას, მათ ჰგონიათ რომ ქართველი ხალხი დასკვნებს ვერ აკეთებს და არ იქნება სათანადო შეფასება. ჩვენ დღეს მათი მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო, გვიწევს საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესების დაცვა. ყველანაირად ვიბრძოლებთ, რათა დადასტურდეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, სწორედ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა და ეს უნდა დადასტურდეს სასამართლო აქტებში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
​ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები