“საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ყველა მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომელიც რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულსა და ეთნიკურ წმენდას ადასტურებს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ყველა მტკიცებულება აქვს წარდგენილი, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ომის დანაშაულსა და ეთნიკურ წმენდას ადასტურებს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსა და შესაბამის პროკურორებს ჰქონოდათ ყველა საჭირო მტკიცებულება, თუ რა ომის დანაშული ჩაიდინა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინაშე, მათ შორის ეთნოწმენდა. ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ, რაც ფაქტობრივად მანამდე გაკეთებული არ იყო.
​მოლოდინი გვაქვს, რაც ფაქტია, რომ გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფოს მიერ ყველა შესაბამისი მტკიცებულება წარდგენილია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები