მინსკში დაკავებულ მოქალაქეებს ათავისუფლებენ

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დროებითი დაკავების იზოლატორებიდან ათავისუფლებენ.

ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბარსუკოვის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათიდან ოკრესტინას ქუჩაზე მდებარე იზოლატორს ყველა დაკავებული დატოვებს.

მანამდე, ქვეყნის შს მინისტრმა, იური კარაევმა აქციების დროს დაშავებულებს ბოდიში მოუხადა. როგორც მან ადგილობრივი ტელეარხის ეთერში თქვა, იღებს პასუხისმგებლობას იმ ტრავმებზე, რომლებიც მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებზე მიიღეს.

მისი თქმით, ძალოვანებმა დაკავებულების გათავისუფლება უნდა დააჩქარონ.

ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მომხდარში გარკვევის განკარგულება გასცა.

ასევე, მედიის ინფორმაციით, დღეს ლუკაშენკო ხალხს მიმართავს.

ბელორუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო. პოლიციამ 7 ათასამდე ადამიანი დააკავა. დაპირისპირების დროს კი, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები