თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს
თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.