მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროებს ასახელებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 198 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. აქედან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა.
ხუთი ახალი შემთხვევიდან – 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ჩვენს ცენტრში 32 პაციენტი მკურნალობს. სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა მათი მდგომარეობა, ალბათ, მალე გაუმჯობესდება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.