მიხეილ რამიშვილი: YOUTUBE-ზე არსებული მასალების ყურებისას ბაჩალიაშვილის დედა ცუდად გახდა, ყველა პოლიციელი – გოგო-ბიჭი დედასავით უვლიდა მას

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ შს სამინისტროში გარდაცვლილის სოციალური ქსელები ნახეს. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში აღნიშნა, YOUTUBE-ზე არსებული მასალების ყურებისას ბაჩალიაშვილის დედა ცუდად გახდა.
“თავიდანვე იყო აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და გამოძიებას შორის. თუმცა, ბოლოს მაინც მივედით ერთ პოზიციამდე, რომ აქ არ არის მარტო თვითმკვლელობაზე საუბარი ან თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, აქ უკვე მკვლელობის ვერსიაც სერიოზულადაა სამუშაო.
​YOUTUBE-ზეც შევიდნენ და მაინც დედისთვის იმდენად მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ ქ-ნი თეონა ძალიან ცუდად გახდა. მიუხედავად დაძაბული სამუშაო პერიოდისა, ყველა პოლიციელი – გოგო-ბიჭი დედასავით უვლიდა მას, ადამიანები ვართ ასედაც და ისედაც”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები