ამირან გამყრელიძე: მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე კორონავირუსზე 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული

ამ კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული ,- ამის შესახედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში ახალი კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა.

„გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული, რომლის შედეგებიც 1 საათში იქნება. ბრიგადების რაოდენობა, ვინც ტესტებს იღებს 14-მდე გაიზარდა. სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების აღების მობილიზება, არსებობს მორიგეობის გრაფიკი, ბოლო მონაცემით 900-მდე ნიმუში სწორედ ახლა იგზავნება და ნაწილდება ზუგდიდსა და ქუთაისში.

განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს. ლენჯერი თითქმის დავასრულეთ, ასევე დაბა მესტიაში, უშგულში და რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 4000-მდე სამიზნე გამოსაკვლევი ადამიანის გავნსაზღვრეთ, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.

ერთი გახლავთ საშუალო სიმძიმის ქალბატონი, დანარჩენებთან ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები