ირაკლი სესიაშვილი ქადაგიშვილზე: საკანონმდებლო ორგანოდან მას მეტად შეუძლია კონცენტრირებული იყოს პრობლემებზე

„თქვენ იცით, რომ ირაკლი ქადაგიშვილი ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ძალიან აქტიურად იყო ყოველთვის ჩართული ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს თავად, მიანიშნებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრობლემების მიმართ, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

მისივე შეფასებით, ირაკლი ქადაგიშვილს საკანონმდებლო ორგანოდან უფრო მეტად შეუძლია კონცენტრირებული იყოს კახეთის პრობლემებზე.

“ის ბოლო ოთხი წელიწადი გახლდათ კახეთის გუბერნატორი შესაბამისად მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არა მხოლოდ კარგად ერკვევა მუნიციპალიტეტის პრობლემებში, არამედ უშუალოდ ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში და ცხადია, საკანონმდებლო ორგანოდან მას მეტად შეუძლია კონცენტრირებული იყოს პრობლემებზე და ამიტომ ვთვლი, რომ მისი მხარდაჭერით ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანისა და მისი მოგვარების ამბავში. გარდა ამისა უწესიერესი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა მას მხარდაჭერას გამოუცხადებს „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ,” – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები