სამაშველო ჯგუფმა, 4 დღიანი ძებნის შედეგად, ქობულეთში დაკარგული 84 წლის მამაკაცი იპოვა

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული, 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვნეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.

შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები