გერმანიის იუსტიციის სამინისტრო: რუსეთს არ შეაქვს არსებითი წვლილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში
რუსეთს არ შეაქვს არსებითი წვლილი, 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში.
ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრის, მემარჯვენე პარტიის დეპუტატის სევიმ დაგდელენის კითხვის პასუხად გაავრცელა.
გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უწყებები და სამთავრობო ორგანოები 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, სულ მცირე, 12-ჯერ ჰქონდათ კონტაქტი რუსეთის ორგანოებთან საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით. ამას გარდა, 2019 წლის დეკემბერში გერმანიამ რუსეთს სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით ორჯერ მიმართა.
“რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ბოლო პასუხი 2020 წლის 2 ივნისს მიიღეს, თუმცა მას გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეუტანია”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.
ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.