ზურაბ საკანდელიძის ხსოვნას პატივი „ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიაგო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, ასევე ოლიმპიადის მრავალგზის გამარჯვებული კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის ხსოვნას პატივი მიაგო. მან ქუთაისის ორგანიზაციის წევრებთან ერთად ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

ზურაბ საკანდელიძეს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ვეტერანი კალათბურთელები.

ზურაბ საკანდელიძე ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა პრესტიჟული შეჯიბრები – ოლიმპიადა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები