ბორჯომში მომხდარი ავარიისას დაშავებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა

ლიკანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული, 36 წლის ქალი გარდაიცვალა.

ქალი ავარიის შემდეგ ჯერ ბორჯომის კლინიკაში, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მოტეხილობებითა და თავის ტვინის შეშუპებით, ბორჯომის კლინიკიდან პაციენტი თბილისში 1 აგვისტოს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ოპერაციის შემდგომ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ აგვისტოს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის “მაგნიტის” სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები