საგარეჯოს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები თაიგულებით შეამკო

საგარეჯოს მუნიციპიტეტის მერმა – გიორგი ერბოწონაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ-რომან მუჩიაშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე – ოთარ ჩალათაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები თაიგულებით შეამკო და პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა… საქართველოში, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო 1 747 – დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი გმირი თანამემამულეები – გიორგი კირაკოზაშვილი და რევაზ მამისაშვილი. მათი საფლავები დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა თაიგულებით შეამკეს და ოჯახის წევრების წინაშე, მადლიერება და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები