“მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის”

“მინდა, მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის”,-ამის შესახებ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გარდაცვლილი საზღვაო კაპრალის, ზვიად ბარბაქაძის მეუღლემ, მარიკა გვასალიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
​”2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა. მოუშუშებელი ტკივილით სავსე ამ რთულ პერიოდში მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის. თითოეულ ადამიანს ვისაც ვახსოვართ და მზრუნველობას იჩენს. მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროთ შვილებს მშობლებთან ერთად”,-წერს მარიკა გვასალია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
​ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები