ზაზა ლომინაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა.

ლომინაძემ შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ახალ სოციალურ კამპანიაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200-ლარიან დაფინანსებას მიიღებს. საუბარი ასევე შეეხო COVID-19-თან მიმართებით ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკასა და პრევენციის გზებს, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის სამართავად დროულად გამოიყენა.

„აქტიურად დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მოვისმინე ყველა მათგანის აზრი, იდეა და შეხედულება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებასთან. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები თუმცა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო რამდენიმე თვემ და ხელისუფლების პოლიტიკამ COVID-19 თან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლებას არცერთი წამით არ დაუკარგავს მართვის სადავეები პანდემიასთან ბრძოლის დროს. არ მიუტოვებია არცერთი მოქალაქე და უამრავი სოციალური კამპანია აწარმოა ამ მიმართულებით. მეტიც, გრძელდება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულება და კიდევ ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობებს. მე, როგორც ამ გუნდის ნაწილი და კანდიდატი, მოგიწოდებთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად შევძლოთ, ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო წარმატებული”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან უკვე 4 თემატური შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები